საქართველო ხვალ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ფაიზერის 168 000 დოზას მიიღებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო ხვალ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ფაიზერის 168 000 დოზას მიიღებს.
„დღეს ქვეყანაში 4 ვაქცინის 2 მილიონამდე დოზაა: ფაიზერი, ასტრაზენეკა, სინოფარმი, სინოვაკი. სერიოზული მარაგია შექმნილი, რომ მოსახლეობა მასობრივად აიცრას. მასობრივ აცრაზე გადის დღეს ეპიდემიის დაძლევის გზა“, - აცხადებს გამყრელიძე.