"სამედიცინო პირბადე არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, რომ შევაჩეროთ ამ ვერაგი ვირუსის გავრცელება" - გიორგი ფხაკაძე
ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას ერთ-ერთ კვლევას უზიარებს, რომელიც გვანახებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია, სამედიცინო პირბადის გამოყენება.
„კიდევ ერთმა კვლევამ “მაიოს კლინიკიდან” (ერთ-ერთი მოწინავე კლინიკა ამერიკაში) დაადასტურა, რომ სამედიცინო პირბადე არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, რომ შევაჩეროთ ამ ვერაგი ვირუსის გავრცელება
სამედიცინო პირბადე + დისტანცია +ეფექტური ვაქცინაცია არის სწორი ფორმულა, რომ დავამარცხოთ ეს ვერაგი ვირუსი. ყველაფერი ჩვენს ხელშია. არ ჩავკეტოთ ქვეყანა, ეს შესაძლებელია,“ – წერს გიორგი ფხაკაძე.