საქართველო დღეს "ფაიზერის" 168 000 ვაქცინას მიიღებს
საქართველო დღეს "ფაიზერის" 168 000 ვაქცინას მიიღებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს.
ეპიდემიოლოგის განმარტებით, ქვეყანა მეოთხე ტალღის დასაწყისზე დგას და მასთან გამკლავება მხოლოდ მასობრივი ვაქცინაციითაა შესაძლებელი.
"სწორედ ამიტომ საქართველო დღეს "ფაიზერის" 168 000 ვაქცინას მიიღებს. ეს არის ქვეყნის მიერ შეძენილი ვაქცინები, რომელსაც საქართველოს უშუალოდ კომპანია მოაწვდის", - აცხადებს გამყრელიძე.
შეგახსენებთ, რომ 24 ივლისს საქართველოში აშშ-ის ნაჩუქარი "ფაიზერის" 500 000 ათასი დოზა ჩამოვიდა.