ყველაზე გადამდები შტამი - რამდენ ადამიანს აინფიცირებს "დელტა" ვარიანტით დაავედებული?
კორონავირუსის ე.წ. დელტა შტამი უფრო მძიმე ავადობას იწვევს, ვიდრე ტრადიციული ვარიანტი, ასევე ის ჩუტყვავილასავით გადამდებია. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის [CDC] მიერ მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, "დელტა" შტამით ინფიცირებულ 1 ადამიანს საშუალოდ 8-9 პირის ინფიცირება შეუძლია.
CDC-ის ინფორმაციით, ვაქცინირებული ადამიანები შესაძლოა ისევე ავრცელებდნენ ვირუსის ე.წ. დელტა ვარიანტს, როგორც აუცრელები.
CDC-ს დირექტორი დოქტორი ვალენსკი ამბობს, რომ ვითარება სერიოზულია. მისი თქმით, ეს ერთ-ერთი ყველაზე ადვილად გადამდები ვირუსია, რაც კი ჩვენთვისაა ცნობილი.
გარდა ამისა, CDC გეგმავს, სრულად ვაქცინირებული პირებისთვის გაიდლაინში ცვლილებების შეტანას. კერძოდ, შესაძლებელია პირბადის ტარების ვალდებულება დაეკისროს ორჯერადად აცრილ პირებს დახურულ სივრცეებში. ასეთი დაწესებულებები იქნება სკოლებიც, სადაც ყოველთვის ნიღბები უნდა ეკეთოთ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს.
"თუ ვაქცინირებული ადამიანს ვირუსის ეს ვარიანტი შეეყრება, ორგანიზმში ვირუსის ისეთივე კონცენტრაცია შეიძლება ჰქონდეთ, როგორც აუცრელებს. რაც ნიშნავს, რომ ისინი დაავადებას ისევე გაავრცელებენ, როგორც აუცრელი პირები", - ამბობს ვალენსკი.
მიუხედავად ამისა ვაქცინები 90%-ით ამცირებს დაავადების მძიმე მიმდინარეობის შანსებს, მაგრამ ნეკლებეფექტური შეიძლება იყოს ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით.
დოკუმენტების თანახმად, ე.წ. დელტა ვარიანტი შესაძლოა დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობასაც იწვევდეს.
mtavari.tv