საქართველომ "ფაიზერის" კიდევ 170 000 დოზა მიიღო
საქართველოს მთავრობის მიერ შეძენილი "ფაიზერის" 170 000 დოზა ქვეყანაში ჩამოვიდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ქვეყანა მეოთხე ტალღის დასაწყისზე დგას და მასთან გამკლავება მხოლოდ მასობრივი ვაქცინაციითაა შესაძლებელი.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით კი, სექტორი სრულად მობილიზებულია.
"ძალიან რთული სიტუაციაა, რომელიც "დელტა" შტამის გავრცელებას უკავშირდება, რომლის გავრცელების მაჩვენებელი ბევრად უფრო სწრაფია, ვიდრე ეს სხვა შტამების შემთხვევაში იყო.
საწოლფონდი მობილიზებულია, რომელსაც რაოდენობა ყოველ დღე ემატება. კიდევ 1500 საწოლის რეზერვი გვაქვს. ასევე, ემატება დამატებით სასტუმროს ფონდიც. სექტორი სრულად მობილიზებული რჩება,"- აცხადებს გაბუნია.
შეგახსენებთ, რომ 24 ივლისს საქართველოში აშშ-ის ნაჩუქარი "ფაიზერის" 500 000 ათასი დოზა ჩამოვიდა.