თეგებით ძიება
31. 07. 2021 COVID - 19

საწოლფონდი მობილიზებულია და ყოველდღიურად ემატება ახალი საწოლების რაოდენობა - თამარ გაბუნია

ჰოსპიტალიზაციისთვის საჭირო საწოლფონდში 7 000-მდე საწოლია მობილიზებული და ყოველდღიურად ემატება ახალი საწოლების რაოდენობა, აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.

მისივე თქმით, ახლადდადასტურებული შემთხვევების უმეტესობა მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, რაც ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობას არ წარმოადგენს.

"გასული 24 საათის განმავლობაში ისევ 3000-ს გადააჭარბა შემთხვევების რაოდენობამ. გარდაცვალება 27 იყო. რა თქმა უნდა ძალიან რთულია ეს სიტუაცია, უკავშირდება დელტა შტამის გავრცელებას, რომლის გავრცელების მაჩვენებელი არის ბევრად უფრო სწრაფი, ვიდრე ეს იყო სხვა შტამების შემთხვევაში. საწოლფონდი მობილიზებულია და ყოველდღიურად ემატება ახალი საწოლების რაოდენობა. უმეტეს შემთხვაში შემთხვევების მიმდინარეობა არ არის მძიმე და მას, რა თქმა უნდა, არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, მაგრამ სექტორი რჩება სრულად მობილიზებული", - აცხადებს თამარ გაბუნია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა