"31 321 აქტიური შემთხვევაა...აგვისტოს შუა კვირა უმძიმესი იქნება" - გიორგი ფხაკაძე ანტირეკორდზე წერს
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საქართველოში გართულებულ ეპიდსიტუაციაზე სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ აგვისტოს შუა კვირა უმძიმესი იქნება.
"31,321 აქტიური შემთხვევაა. აქამდე რეკორდი 2020 წლის 12 დეკემბრის 30,944 აქტიური შემთხვევა იყო და ასევე რეკორდული 53 გარდაცვლილი 2020 წლის 19 დეკემბერს. აგვისტოს შუა კვირა უმძიმესი იქნება საქრთველოსთვის.
სამწუხაროდ ჩაკეტვისკენ მიდის საქმე. არავის არ უნდა ჩაკეტვა, არავის, მაგრამ არავინ არაფერს არ აკეთებს რომ არ ჩავიკეტოთ.
სამედიცინო /მეცნიერული /საზოგადოებრი ჯანდაცვის კუთხით და უბრალოდ საღი გო ებით თუ იფიქრებ საქართველო იყო ჩასაკეთი 2021 წლის 1 ივლისში. ეს მაშინ როცა მე პირველმა გავბედე და ვთქვი (არსებული მტკიცებულებებზე დაფუძნებუთ) რომ საქართველოში მე-4 ტალღა დაიწყო!
მართლა არ ვიცი თუ როგორ, რამდენჯერ, რა ენაზე, რა მტკიცებულებით უნდა მოგმართოთ!
არ აიცრათ. არც სახლში დარჩეთ. არც პირბადე ატაროთ. ახალი სასიკვდილო რეკორდია დასამყარებელი", - წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში, კოვიდინფიცირების 3196 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 147 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 27 პაციენტი გარდაიცვალა