თეგებით ძიება
31. 07. 2021 COVID - 19

"სასწარფოდ თუ არ დაწესდა/გამკაცრდა რეგულაციები სექტემბერ-ოქტომბერში სავალალო მდგომარეობა იქნება..." - თამარ ჟამურაშვილი

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, თამარ ჟამურაშვილი სოციალურ ქსელში კოვიდრეგულაციების გამკაცრების აუცილებლობაზე წერს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, საქართველოში სექტემბერ-ოქტომბერში სავალალო მდგომარეობა იქნება.

"ეპიდემიოლოგიური მდგომოარეობა საქართველოში ძალიან სახიფათო და დამაფიქრებელია!
ქვემოთ ხედავთ გუშინდელ სტატისტიკას 80 მილიონიან გერმანიას და 3 მილიონიან საქართველოს ახალ ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა თითქმის ერთნაირი რაოდენობა აქვთ.

სასწარფოდ თუ არ დაწესდა/გამკაცრდა რეგულაციები სექტემბერ-ოქტომბერში სავალალო მდგომარეობა იქნება...", - წერს ჟამურაშვილი.




ბოლო 24 საათში, საქართველოში, კოვიდინფიცირების 3196 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 147 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 27 პაციენტი გარდაიცვალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა