საქართველოში კორონავირუსით 33 ადამიანი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით 33 პაციენტი გარდაიცვალა. გარდა ამისა, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 2 654 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 319 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 806 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 708, „პისიარ“ ტესტით – 14 098.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,34%, ბოლო 14 დღის – 6,95%, ბოლო შვიდი დღის – 7,57%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 422 188 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 384 712 გამოჯანმრთელდა, 5 853 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 495 381 ადამიანი, დღიურად აცრილია 13 792. კარანტინის რეჟიმშია 49, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 881 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 038 პირი.