თეგებით ძიება
01. 08. 2021 COVID - 19

"ფაიზერმა" და "მოდერნამ" ვაქცინები გააძვირეს

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მწარმოებელმა კომპანიებმა "ფაიზერმა" და "მოდერნამ" პრეპარატზე ფასი ევროკავშირის ქვეყნებისთვის გაზარდეს. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია "Pfizer"-ის ერთ დოზა ვაქცინაზე ფასმა 15,5 ევროდან 19,5 ევრომდე მოიმატა. რაც შეეხება "Moderna"-ს, მისი ვაქცინის ფასმა 25,5 აშშ დოლარამდე გაიზარდა, მანამდე ის 22,6 აშშ დოლარი ღირდა.

კომპანიებში საკითხზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა