ოლიმპიადაზე კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებულ კიდევ 17 ადამიანს COVID-19 დაუდასტურდა. აქედან 3 სპორტსმენია. ჯამში, ამ თვის დასაწყისიდან ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 281 შეადგინა. ინფორმაციას სააგენტო Kyodo ავრცელებს.
ტოკიოში 12 ივლისიდან საგანგებო სიტუაციის რეჟიმი მოქმედებს, რაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას უკავშირდება.
ამ მიზეზით, იაპონიის დედაქალაქში ოლიმპიური თამაშები, რომლებიც 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე იმართება, მაყურებლების გარეშე ტარდება.