“მოგიტ@ანთ ჩიპების მითი და ჩემი ჭკუაც მოვტ@ან, თქვენ რომ გყვებით, თქვე ბნელებო, ახია ჩემზე…” – გუგა სამხარაძე
ისტორიკოსი გუგა სამხარაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს:
“იდიოტს რომ აყვები, უარესი იდიოტი ხარ … ეს მე მეხება.
15 სართულიან კორპუსში ვცხოვრობ, მე -15 სართულზე. ლიფტში 10 თეთრიანი უნდა ჩააგდო. ერთი 10 თეთრიანი მქონდა. ლიფტის მოლოდინში ჩემსავით მდგარმა ერთმა ქალბატონმა აიჩემა – ჩემმა ახლობელმა აიცრა და მასში ჩადგმული ჩიპი ხურდა ფულს “იკრავსო” (ეტყობა, სადღაც წაიკითხა ეს სისულელე).
ვუთხარი – რას ბრძანებთ, ქალბატონო -მეთქი, გუშინწინ ავიცერი და აჰა – მეთქი. დავაძვრე ლიფტისთვის განსაზღვრული 10 თეთრიანი, მკლავზე მივიდე, ხელი გავუშვი და … 10 თეთრიანი გაგორდა და … ვეღარ ვიპოვე.
ახლა დავრბივარ მაღაზიებში და ვიხვეწები, 1ლარიანი ისე დამიხურდავეთ, 10 თეთრიანი ერიოს -მეთქი. აბა, ნაინსულტარი კაცისთვის, პროდუქტით სავსე ორი პარკით მე – 15 სართულზე ასვლა, როგორია?
მოგიტ..ანთ ჩიპების მითი და ჩემი ჭკუაც მოვტ..ან, თქვენ რომ გყვებით, თქვე ბნელებო. ახია ჩემზე …" - წერს ისტორიკოსი.