თეგებით ძიება
03. 08. 2021 COVID - 19

"პირბადე ისევ არის დაცვის ერთ-ერთი მთავარი საშუალება" - თამარ გაბუნია

ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ შემზღუდავი ღონისძიებები და რეგულაციები, რომელიც უკვე დაწესებულია, აღსრულდეს და დღეს საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა აღსრულების ზომებისა და მონიტორინგის გამკაცრებაზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საბჭოზე იმსჯელეს პირბადის ტარების მკაცრ რეკომენდაციაზე.

„რა თქმა უნდა, პირბადე ისევ არის დაცვის ერთ-ერთი მთავარი საშუალება. ასე რომ, ჯანდაცვის სექტორის რეკომენდაცია ყველა მოქალაქესთან არის ის, რომ პირბადე უნდა გამოვიყენოთ, როგორც გარე სივრცეში, ასევე დახურულ სივრცეში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა