"კაცობრიობამ მედიცინის გზით არაერთი პანდემია დაამარცხა" - 95 წლის მზექალა შანიძე
"კაცობრიობამ მედიცინის გზით არაერთი პანდემია დაამარცხა,"- ამის შესახებ ენათმეცნიერმა და ფილოლოგმა მზექალა შანიძემ განაცხადა, რომელიც სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. 95 წლის აკადემიკოსი მიმართავს თითოეულ მოქალაქეს და მოუწოდებს, გაუფრთხილდნენ ერთმანეთის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. მან აღნიშნა, რომ კაცობრიობამ მედიცინის გზით არაერთი პანდემია დაამარცხა და გამოსავალს ახლაც იმუნიზაციაში ხედავს.