"ვიცოდით, რას მოგვიტანდა სამივე საზღვრიდან ყალბი ფურცლებით შემოვარდნილი რუსული ურდო! " - სოფო ბერიძე
ექიმი, სოფო ბერიძე, ჯგუფში Stop-Cov აჭარა, წერს:
“მეგობრებო!
ძვირფასო ჯგუფის წევრებო!
შესაძლოა, ჩვენ რადიკალურად განსხვავებული მიზეზები გვქონდეს –
ვიაქტიუროთ თუ არ ვიაქტიუროთ
ვწეროთ პოსტები – თუ არა!
მოვუწოდოთ ხალხს ვაქცინაციისკენ –
თუ ვიყოთ ჩვენთვის კომფორტულად ჩუმად…
– მრავალფეროვანი მიზეზების და მოტივაციის მიუხედავად-
– იმისდა მიუხედავად, რომ ამ ჯგუფის შექმნიდან დიდი ხანი მომიხდა თავის მართლება და პოლიტიკური, ფინანსური, ოდიოზური მიზნებისა და ამბიციების არარსებობის მტკიცება-
– გარკვეულ დროში იმედგაცრუების და ფსკერზე გაწოლის სურვილის მიუხედავად –
მაინც ვფიქრობ, რომ სიჩუმე -დანაშაულია!
და განსაკუთრებით დიდი დანაშაულია ექიმების სამედიცინო პერსონალის დუმილი.
ჩვენ ხომ ყველაზე უკეთ ვიცოდით, რას მოგვიტანდა
მასობრივ ვაქცინაციამდე გაუქმებული რეგულაციები!
სამივე საზღვრიდან ყალბი ფურცლებით შემოვარდნილი რუსული ურდო!
გადაჭედილი ნეოკები, სოჰოები და ამბასადორები?!
პანდემიის გარეშეც რეგულაციიდან ამოვარდნილი გადავსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი?
ჰიბრიდული კლინიკები?!
სწრაფ ტესტზე დაფუძნებული დიაგნოსტიკა?!
მორიგეობიდან მორიგეობაზე მისვლა და 50 პაციენტის ჩაბარება?!
სიმპტომური, ,,ორპირში მოვხვდი” პაციენტების თარეში?!
მორღვეული ნიღაბი?!
დაუცველი დისტანცია?!
ყანწი და ნეფე-დედოფალი?!
საზოგადოების არაკანონმორჩილი განწყობა!!
ეს ყველაფერი ვიცოდით და არაფერი ვიმოქმედეთ!
დიახ, მიჭირს ამის აღიარება, მაგრამ დღესავით ნათელია – ბევრად დიდია ჩვენი პასუხისმგებლობა – განსაკუთრებით, მთავრობისა და საზოგადოების გაურკვეველი, თვითლიკვიდაციისკენ მიმართული ქმედებების ფონზე.
წყარო - ალია