თეგებით ძიება

პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების პროექტი დაამტკიცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების პროექტი დაამტკიცა.

რუსული მედიის ცნობით, შესაბამისი განკარგულება სამართლებრივი საკითხების ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა.

"მიღებულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადება, რომელიც შეთანხმდა აღმასრულებელი ხელისუფლების დაინტერესებულ ფედერალურ სტრუქტურებთან, რუსეთსა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის ორმაგი მოქალაქეობის საკითხზე შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე", - წერია დოკუმენტში.

პროექტის თანახმად, „ერთი მხარის მოქალაქეებს უფლება აქვთ მიიღონ მეორე მხარის მოქალაქეობა მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე“.

შეგახსენებთ, რომ რუსეთს საქრთველოს ორი რეგიონი - აფხაზეთი და ცხინვალი აქვს ოკუპირებული. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს ამ რეგიონებში საკუთარი ჯარი ჩააყენა და აკონტროლებს მათ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა