თეგებით ძიება

"სვავებო, შეეშვით ადამიანური ტრაგედიებით ვაჭრობას და პარტიული ინტერესების გატარებას, სირცხვილია, ძალიან დიდი სირცხვილი" - ვლადიმერ ბოჟაძე

,,ნაციონალური მოძრაობის" დროს ვინმე დაესაჯათ კი არა, პირიქით ამაყობდნენ და მოძალადეებს კიდეც აწინაურებდნენ, ხოლო როცა მათი უტვინო ,,ხერხემალი“ და გვამების მოყვარული ივანე მერაბიშვილი ციხეში იჯდა, მის ყველა დაცემინებაზე ვადამდე ადრე გათავისუფლებას ითხოვდნენ, ნიკანორ მელიას დაკლებული კილოგრამების გამო კი სტრასბურგის სასამართლოში ჩივილს აპირებენ. სვავებო, შეეშვით ადამიანური ტრაგედიებით ვაჭრობას და პარტიული ინტერესების გატარებას, სირცხვილია, ძალიან დიდი სირცხვილი, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე მარიანა ჩოლოიანის ვადამდე გათავისუფლებას.

„ძალიან უცნაურია ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციების და აქტივისტების რეაქცია მსჯავრდებული ქალის ვადაზე ადრე გათავისუფლების თაობაზე, ქალისა, რომელსაც ჯანმრთელობის უმძიმესი პრობლემების აქვს და რომელიც კანონმდებლობის სრული დაცვით გათავისუფლდა. განსაკუთრებულად მიუღებელია რადიკალური ოპოზიციის და იმ პარტიის წევრების რეაქცია, ვისი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ხალხს ქუჩაში ხოცავდნენ, ციხეში პატიმრებს აწამებდნენ, არაადამიანურად ექცეოდნენ და არასათანადო მკურნალობის გამო ასობით პატიმარი კვდებოდა. ,,ნაციონალური მოძრაობის" დროს ვინმე დაესაჯათ კი არა, პირიქით ამაყობდნენ და მოძალადეებს კიდეც აწინაურებდნენ, ხოლო როცა მათი უტვინო ,,ხერხემალი" და გვამების მოყვარული ივანე მერაბიშვილი ციხეში იჯდა მის ყველა დაცემინებაზე ვადამდე ადრე გათავისუფლებას ითხოვდნენ, ნიკანორ მელიას დაკლებული კილოგრამების გამო კი სტრასბურგის სასამართლოში ჩივილს აპირებენ. სვავებო, შეეშვით ადამიანური ტრაგედიებით ვაჭრობას და პარტიული ინტერესების გატარებას, სირცხვილია, ძალიან დიდი სირცხვილი“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე.

15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა