თეგებით ძიება

კახა კალაძე - თბილისი იყო და მომავალშიც იქნება დიდი სიყვარულის, ერთიანობის, თანადგომისა და სოლიდარობის მაგალითი

თბილისი იყო და მომავალშიც იქნება დიდი სიყვარულის, ერთიანობის, თანადგომისა და სოლიდარობის მაგალითი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძის საარჩევნო შტაბი გაიხსნისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველა პროექტი, რომელიც ბოლო წლებში განხორციელდა, სწორედ მოსახლეობის მხარდაჭერის შედეგია.

„ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველა პროექტი, რომელიც ბოლო წლებში განხორციელდა, ჩვენი მოსახლეობის დიდი მხარდაჭერის შედეგია. რა თქმა უნდა, იყო გამოწვევები, იყო პრობლემები, რასაც მარტო ვერ დავძლევდით. ჩვენ ერთად ვებრძოდით ყველა პრობლემას, ერთად ვიყავით მაშინაც, როდესაც უხილავი მტრის გამოჩენით მიღებული დარტყმა შოკისმომგვრელი იყო არა მხოლოდ თბილისისთვის ან საქართველოსთვის, მთელი მსოფლიოსთვის. დღესაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა პანდემია.

გავა დრო და პანდემია დავიწყებას მიეცემა, მაგრამ არასდროს დამავიწყდება პირადად მე, ის დიდი თანადგომა და სოლიდარობა, რისი მოწმენიც ყველანი ვიყავით – ბიზნესის მხარდაჭერა; სრული მობილიზაცია; მაღაზიებში საკუთარი ოჯახისთვის ნაყიდი პროდუქტის და ნივთების განაწილება და გადაცემა იმ ოჯახებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვისაც ყველაზე მეტად უჭირდა ამ რთულ ვითარებაში; მოხალისეებად ქცეული ჩვენი საამაყო ახალგაზრდები, რათა მარტოხელა მოხუცებისთვის, სოციალურად დაუცველი პატარებისთვის, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანებისთვის მიგვეწოდებინა საკვები და ჰიგიენის საშუალებები. კიდევ ერთხელ მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ამ ადამიანებს თანადგომისთვის.

დიახ, ეს ქალაქი იყო და მომავალშიც იქნება დიდი სიყვარულის, ერთიანობის, თანადგომისა და სოლიდარობის მაგალითი. სწორედ ეს არის ის ძალა, რასაც ვეყრდნობი, რაც მაძლევს საფუძველს, ვთქვა, რომ ერთად გავიმარჯვებთ, ერთად შევძლებთ, კიდევ უფრო მეტი სიცოცხლე შევიდეს ჩვენი ქალაქის ყველა უბანში. უფრო მეტი განათლება, უფრო მეტი პროექტი, მეტი ინოვაცია, მეტი სიახლე, მეტი ახალი რეკრეაციული სივრცე, მეტი ახალი საბავშვო ბაღი, მეტი შრომა იქნება მომავალი ოთხი წლის გეგმა და მიზანი“, – განაცხადა კახა კალაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა