თეგებით ძიება

მზად ვართ საქართველოსთან ურთიერთობების აღსადგენად, რამდენადაც ამისთვის მზად არის ქართული მხარე - რუსეთი

რუსეთი იმ დონეზეა მზად საქართველოსთან ურთიერთობების აღსადგენად, რამდენადაც ამისთვის მზად არის ქართული მხარე, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ალექსანდრ ბიკანტოვი აცახდებს.

„მზად ვართ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების აღსადგენად, იმდენად, რამდენადაც ქართული მხარე არის ამისთვის მზად. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და ჩვენი ქართველი პარტნიორები მეზობლებთან ურთიერთობების დამყარებას დაიწყებენ, ინტერესთა ბალანსის გათვალისწინებით“, – განაცხადა ბიკანტოვმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 2 რეგიონი - აფხაზეთი და ცხინვალი ოკუპირებული აქვს. კრემლმა რუსეთ-საქართველოს 5-დღიანი ომის შემდეგ ამ ტერიტორიების ოკუპაცია განახორციელა და დღემდე აკონტროლებს მათ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა