თეგებით ძიება

"რუსებმა ძალიან კარგად იციან, რომ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ჩემს მხარეზეა" - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში რუსეთის საგარეო უწყების მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

"რუსებმა ძალიან კარგად იციან, რომ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ჩემს მხარეზეა და ითხოვენ ჩემს დაბრუნებას საქართველოში.

მათ კარგად აქვთ შესწავლილი საქართველოს საზოგადოებრივი აზრი. მათ ასევე იციან, რომ შანტაჟი წარსულში ხშირად ჭრიდა და პრაქტიკულად, მაშველ რგოლს უგდებენ ივანიშვილის, ბოლომდე გაკოტრებულ და დასავლეთისგან იზოლირებულ ხელისუფლებას.

მე მინდა ვუთხრა ყველას, ჩვენ არავისთან არ გვინდა კონფრონტაცია, მათ შორის არც რუსეთთან, ჩვენ არ გვინდა არეულობა და ძალადობა არცერთი მხრიდან, მაგრამ ვერანაირი ასეთი განცხადებები ვერ ააღებინებს ქართველ ხალხს თავის არჩევანზე ხელს და მით უმეტეს, არ შემაცვლევინებს ჩემს გეგმებს. მათ იმდენად სააკაშვილი არ აშინებთ, რამდენადაც ჩემთან ასოცირებული, საქართველოს სწრაფი განვითარება და წარმატება.

მათთვის ბევრად უფრო მოსახერხებელია, რომ საქართველოში იყოს ქაოსი, არეულობა და ქართველი ხალხი იხრჩობოდეს სიღარიბის ჭაობში.

მთელი ეს დევნა, რომელიც ჩემს წინააღმდეგ არის ორგანიზებული, ახლა მაინც უნდა მიხვდეს ყველა - არის პირდაპირი შეკვეთა პუტინის და რუსეთი, არც არასდროს არ მალავდა ამას, რომ ივანიშვილი ჩემს მიმართ, სისხლის სამართლის საქმეების შეთითხნით, ცარიელ ადგილზე, აუცილებლად ახდენდა სისხლის სამართლის საქმეების შექმნას, რათა ესიამოვნებინათ მათ, ხელისუფლებაში მომყვანებისთვის, რომელთაც თავის დროზე, საარჩევნო კამპანიისთვის ივანიშვილის მისცეს ორი მილიარდი დოლარი - ოღონდ შეეჩერებინათ საქართველოს განვითარება და წინსვლა.

ჩვენ ბოლომდე წავალთ საქართველოს გასათავისუფლებლად და შემდეგ, აუცილებლად დავალაგებთ ურთიერთობას, ყველა ჩვენს მეზობელთან", - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა