თეგებით ძიება

"ქართულ ოცნებას" ქვეყანა მიჰყავს რუსეთისკენ" - გიგი წერეთელი

"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი წერეთელი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება - "ხელისუფლებას საქართველო მიჰყავს რუსეთის სატელიტობამდე და არანაირად არ ემსახურება იმ ინტერესს, რაც აქვს ჩვენს მოსახლეობას ჩვენი სუვერენიტეტისა და ჩვენი თავისუფლების დაცვისთვის".

"რუსეთის ეს თავხედური განცხადება, მე მომისმენია ადრეც, მაგრამ ახლა, წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო სტრატეგიულად ჟღერს. როგორც ჩანს, ეს არის საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის დამსახურება, იმ წაყრუებისა და პოლიტიკური თამაშის, რომელსაც ისინი აწარმოებენ ქვეყნის საზიანოდ, მაშინ როდესაც რუსეთმა ერთი ნაბიჯიც არ გადადგა იმისთვის, რომ ვალდებულებები შეასრულოს, დაიწყოს დეოკუპაცია, დევნილების დაბრუნება და ასე შემდეგ ან უბრალოდ შეაჩეროს მაინც ეს პროცესი, მაშინ საქართველოს ხელისუფლებისა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები საუბრობენ ხელშეკრულებებზე, ჰუმანიტარულ საქმიანობებზე და სხვა. ეს რა თქმა უნდა, არის სწორედ ის გზა, რომელსაც მიჰყავს საქართველო რუსეთის ერთ-ერთ რეგიონამდე, რუსეთის სატელიტობამდე და არანაირად არ ემსახურება იმ ინტერესს, რაც აქვს ჩვენს მოსახლეობას ჩვენი სუვერენიტეტისა და ჩვენი თავისუფლების დაცვისთვის", განაცხადა წერეთელმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა