თეგებით ძიება

კალაძემ მეეზოვეებს "ფეისბუქით" უპასუხა და ბრალდებები უარყო

კახა კალაძემ მეეზოვეების გაფიცვას "დაგეგმილი პროვოკაცია" უწოდა და "შესაბამისი რეაგირება" დაანონსა. კალაძე ნაგვით სავსე ქალაქში გვიან ღამით გავიდა და დასუფთავებაში მიიღო მონაწილეობა - "არავის მივცემთ საშუალებას, სელფები და ვიდეოები იღოს ნარჩენებით გადავსებულ ურნებთან. მინდა იცოდეს ყველამ, ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, თუმცა ყველა პროვოკაციას მოყვება შესაბამისი რეაგირება“- განაცხადა თბილისის მერმა.

უეცრად, რამდენიმე ადამიანის ხელმძღვანელობით გაფიცვის მცდელობა იყო. ადამიანების ნაწილი, ვინც დაბრუნდა, მიდიოდა ბულინგი, დაშინება, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული, ჩვენ არ მივცემთ შესაძლებლობას, რომ რამდენიმე კრიმინალმა შეურაცხყოფა მიაყენოს თანამშრომლებს, დაემუქროს და ფიზიკურად გაუსწორდეს, ეს არის დასჯადი და ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება. ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ბევრი სიცრუე“, – თქვა კალაძემ


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა