თეგებით ძიება

დავით ზალკალიანი - რუსეთმა უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

რუსეთმა უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რითაც აგვისტოს ომიდან 13 წლის გასვლას გამოეხმაურება.

„დღეს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებისა და საქართველოს რეგიონების ოკუპაციის 13 წლისთავი აღინიშნება.
რუსეთმა უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ცოტა ხნის წინ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე გადაწყვეტილება გამოიტანა და დაადგინა, რომ რუსეთი, რომელიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს, პასუხისმგებელია 2008 წლის აგვისტოს ომში ადამიანის უფლებების დარღვევაზე. რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება უნდა შეასრულოს,“- ნათქვამია განცხადებაში.

შგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს 5-დღიანი ომის დაწყებიდან დღეს 13 წელი შესრულდა. 2008 წელს რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა. რუსული აგრესიის შედეგად 412 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 169 ჯარისკაცი. დაიჭრა 1747 პირი.
იძულებით გადაადგილება კი 130 000 ადამიანს მოუწია. რუსული ინტერვენციის გამო განადგურდა 35 000 საცხოვრებელი სახლი, მიწასთან გასწორდა 53 სოფელი. რუსეთის მხრიდან მოხდა 5 ხეობისა და 125 სოფლის ოკუპაცია.

ცეცხლის შეწყვეტიდან მალევე, კრემლმა საქართველოს ტერიტორიები - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოაცხადა და განახორციელა მათი ოკუპაცია. საქრთველოს ამ ტერიტორიებს რუსეთი დღემდე აკონტროლებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა