თეგებით ძიება

"ლეიბორისტულმა პარტიამ“ თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები დაასახელა

„ლეიბორისტული პარტიის“ თბილისის მერობის კანდიდატი მიხეილ ქუმსიშვილი იქნება, საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის კი, ლაშა ჩხარტიშვილი იბრძოლებს.

კანდიდატები პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა წარადგინა.

„მეგობრებო, ტრაგიკული დღეა, ომის დაწყების დღეა, მაგრამ მოთქმა-გოდების დრო არ არის. წინ გველოდება დიდი ბრძოლები შიდასაოკუპაციო ივანიშვილ-კალაძის წინააღმდეგ და ფრონტის წინა ხაზზე დღეს ვუშვებთ თბილისის მერობის კანდიდატად პარტიის ახალგაზრდული და ევროპული ახალგაზრდულის ლიდერს, უნიჭიერეს ახალგაზრდულ ლიდერს, მიხეილ ქუმსიშვილს და საქართველოს ფიც-ვერცხლ ნაჭამ მოღვაწე, ცნობილ პოლიტიკოსს, ეკოლოგს, მებრძოლს, ლაშა ჩხარტიშვილს“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქარტველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოტქომბერს გაიმართება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა