თეგებით ძიება

მგონია, რომ 5 ივლისის მოვლენების აღკვეთა შეიძლებოდა - სალომე ზურაბიშვილი

მგონია, რომ 5 ივლისის მოვლენების აღკვეთა შეიძლებოდა - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმატელეკომპანია "იმედთან" განაცხადა.

„5 ივლისის მოვლენებზე მე მაშინვე ვთქვი, რომ ეს ძალიან აზიანებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს. ჩემთვის საერთოდ გაუგებარია ამ ტიპის ძალადობა ჟურნალისტებზე. მე მგონია, რომ ამ ძალადობის აღკვეთა შეიძლებოდა. როგორც კი გამოცხადდა, რომ ქაშუეთის ეკლესიაში იქნებოდა ორი პარაკლისი, დილით ეკლესიის წინ გავიარე და ვნახე, რომ იქ შეკრებილი ხალხი სალოცავად ნამდვილად არ ყოფილა მისული. როდესაც ხელისუფლებაში ხარ, აუცილებელია ასეთი ფაქტების პრევენცია. წესრიგის დაცვა ხელისუფლების პირველი მოვალეობაა და სამწუხაროა, რომ ამაში, თუნდაც განცხადებებით, ეკლესიის ზოგიერთმა წარმომადგენელმაც მიიღო მონაწილეობა. კიდევ უფრო სამწუხაროა ის, რომ მთელი ცხოვრება პატრიარქმა მიუძღვნა იმას, რომ არანაირი დაპირისპირება არ მომხდარიყო არც ეკლესიის შიგნით და არც საზოგადოებაში. ეს არის ყოველთვის მისი მთავარი წუხილი. დღეს რომ ასეთი რამ ეკლესიაში ხდება, ალბათ ეს მისთვის დიდი ტკივილია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 5 ივლიის "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგე რადიკალებმა 53 ჟურნალისტს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა