თეგებით ძიება
08. 08. 2021 მსოფლიო

14 წლის გოგო მშობიარობას გადაყვა - ადრეული ქორწინების პრაქტიკას ზიმბაბვეში გაერო გმობს

ადრეული ქორწინება და ქალთა მიმართ ძალადობა - ზიმბაბვე 14 წლის გოგო მშობიარობას გადაყვა. ფაქტს პოლიცია იძიებს.

ქვეყანაში ადრეული ქორწინების პრაქტიკას გაერთიანებული ერების ორგანიზაცია გმობს.

"გაერო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას და გმობს ფაქტს, რის შედეგადაც 14 წლის მემორი მშობიარობისას გარდაიცვალა", - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაცია მოითხოვს ზიმბაბვეში ქალთა მიმართ ძალადობის შეწყვეტასა და ბავშვთა იძულებითი ქორწინების პრაქტიკის აღმოფხვრას. გარდა ამისა, გაერო მოითხოვს დამნაშავეთა პასუხისმგებლობის დადგომას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა