"ეხლა მთავარია ამათი აღსრულება, მაგრამ კონცერტები?" - რას წერს ბიძინა კულუმბეგოვი
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი კოვიდშეზღუდვების შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
" ხვალიდან, 10 აგვისტოდან პირბადის ტარება სავალდებულო ხდება ღია სივრცეში ყველგან, სადაც 5 და მეტი ადამიანი იკრიბება
სხვადასხვა სოციალური ღონისძიების მასპინძლობისთვის კვების ობიექტებს და სარიტუალო დარბაზებს პირველ ჯერზე დაეკისრებათ ფინანსური სანქცია - 10 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში აღნიშნული ობიექტები დაილუქება
აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში
კვების ობიექტების მუშაობა შეზღუდულია 00:00-05:00 საათამდე პერიოდში.
პ.ს. ეხლა მთავარია ამათი აღსრულება, მაგრამ კონცერტები??", - წერს კულუმბეგოვი ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, რომ დღეს საკოორდინაციო საბჭომ ახალი შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.