თეგებით ძიება

"არა შვილო, არა, მე 87 წლის ვარ, თუ მოვკვდები, პრობლემა არაა" - ფშაველმა კოვიდინფიცირებულმ ბაბუმ საავადმყოფოში გადაყვანაზე ახალგაზრდა პაციენტების სასარგებლოდ უარი თქვ

სოცილაურ ქსელში ემოციური ინფორმაცია ვრცელდება 87 კოვიდინფიცირებული მოხუცის შესახებ, რომელმაც ექიმს საავადმყოფოში გადაყვანეზე უარი უთხრა სხვა, უფრო ახალგაზრდა პაციენტების სასარგებლოდ. საბედნიეროდ, ექიმი არ დანებდა და მხცოვანი პაციენტი მკურნალობის კურსს უკვე სამედიცინო დაწესებულებაში გადის.

"ჩემი ცოლი ფშავის რომელიღაც სოფელში კოვიდინფიცირებულ ბაბუს - გივის ურეკავს :
- გამარჯობა, მე თქვენი კოვიდექიმი ვარ. როგორ ბრძანდებით , რა ჩივილები გაქვთ?
- სიცხე მაქვს შვილო, 39-ს ქვემოთ არ ჩამოდის. განუწყვეტლივ მახველებს.
- ბატონო გივი, ახლა ვნახე თქვენი ანალიზის პასუხები, დედიმერიც მომატებულია, ც რეაქტიული ცილაც, ფილტვების დაზიანების ხარისხი 14 ია. მე იძულებული ვხდები, 112-ს დავუკავშირდე და ვთხოვო თქვენი გადაყვანა სტაციონარში, სადაც მუდმივი კონტროლის ქვეშ იქნებით. მე ასე დისტანციურად სხვა ვეღარაფრით დაგეხმარებით .
- არა შვილო , არა, მე 87 წლის ვარ, თუ მოვკვდები პრობლემა არ არის. საავადმყოფოებში ისედაც ადგილები არაა . ჩემზე უფრო მძიმე პაციენტები ვერ წვებიან . ჩემზე ახალგაზრდა, ჩემზე მძიმე ავადმყოფები გადაიყვანეთ საავადმყოფოში. მომავალ თაობას უშველეთ!
ნათია ჩუმად იწმენდს ლოყაზე ჩამოღვრილ ცრემლებს..
მე კი ჩუმად ვფიქრობ:
მადლობა ბაბუ, რომ არსებობ. შენისთანებზე დგას საქართველო!", - წერს ირაკლი ღოღობერიძე.



"არა შვილო, არა, მე 87 წლის ვარ, თუ მოვკვდები, პრობლემა არაა" - ფშაველმა ბაბუმ საავადმყოფოში გადაყვანაზე ახალგაზრდა პაციენტების სასარგებლოდ უარი თქვა


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა