თეგებით ძიება

"შენთვისაც კარგია და ჩემთვისაც" - რას წერს ირინა სარიშვილი

ყოფილი დეპუტატი, ირინა სარიშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში საკუთარ პოზიციას აფიქსირებს:

"რატომ ვიცრები?
იმიტომ რომ აცრა 10–ჯერ ამცირებს ჩემ დაინფიცირების შანსს;
იმიტომ რომ დაინფიცირების შემთხვევაში გადავიტან იოლად და არ მოვკვდები;
რატომ მინდა რომ შენც აიცრა?
იმიტომ რომ შენი დაინფიცირების შანსიც 10–ჯერ შემცირდება და ეს ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების უსაფრთხოების გაზრდაა;
ეს მსოფლიოს ყველა ქვეყნის სტატისტიკაა. ეს ციფრებია, რომელსაც ვერსად წაუხვალ: დაინფიცირებული აცრილების დაბალი პროცენტი და არცერთი ლეტალური შედეგი.
გაიგებ რასაც ვამბობ? შენთვისაც კარგია და ჩემთვისაც.
ვერ გაიგებ? აცრის დაძალების უფლება არ მაქვს, მაგრამ იმის უფლება კი მაქვს, გითხრა – მოგს@@ვნია პატრონი!", - წერს სარიშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა