თეგებით ძიება

"ნუ გამოიყენებთ ნაცნობ-მეგობრობას კლინიკაში მოსახვედრად! დაუთმეთ ადგილი მათ, ვისაც ეს თვენზე მეტად სჭირდება" - სოფო ბერიძე

ექიმი, სოფო ბერიძე, სოციალურ ჯგუფში "Stop-Cov აჭარა"- ში მიმართვას ავრცელებს და ყველას მოუწოდებს, საჭიროების გარეშე, კოვიდინფიცირების მსუბუქი ფორმით ნუ დააკავებენ კლინიკებს.

"მეგობრებო!
არცთუ ისე ხშირია მოცემულობა, როცა პაციენტს დაუყოვნებლოვ სჭირდება სტაციონარში მოთავსება, მაგრამ თუ ეს მოცემულობა დადგება,სწრაფად უნდა მოხდეს რეაგირება, რადგან ყოველი დაგვიანებული საათი, ცუდად აისახება გამოსავალზე!
ამისათვის :
პაციენტებმა უნდა დავიჯეროთ, რომ
მსუბუქ ფორმას სააავადმყოფი არ სჭირდება!
ნუ გამოიყენებთ ნაცნობ-მეგობრობას კლინიკაში მოსახვედრად! დაუთმეთ ადგილი მათ, ვისაც ეს თვენზე მეტად სჭირდება.
ნუ დავაკავებთ 112-ს და ცხელ ხაზს!
ნუ ისწრაფვით კომპიუტერული ტომოგრაფიისკენ პირველივე დღეს!
თუ ექიმი არ გირეკავთ, დაურეკეთ მანამდე თქვენთვის ნაცნობ ნესბიმიერ ექიმს და მიიღეთ რჩევა-დარიგება მისგან!
ექიმებმა ზედმიწევნით კარგად უნდა ვიცოდეთ ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები და რაც მთავარია, მძიმე და პროგნოზულად სწრაფად დამძიმებადი პაციენტის ამოცნობა! - ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!
მნიშვნელოვანია, არ გამოვტოვოთ მომენტი, როდესაც პაციენტს უკვე სჭირდება ჟანგბადის მიწოდება! ეს მომენტი დრამატულად ცვლის მკურნალობის ტაქტიკას და გამოსავალს!
ყველაფრის ფასად, ასეთი პაციენტი სწრაფად უნდა მოხვდეს კლინიკაში!!!
ნაკლები ზიანი! მეტი გადარჩენილი სიცოცხლე!
ყელაფრის ფასად!", - წერს მედიკოსი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა