თეგებით ძიება

"ქალები არსებულ პატრიარქალურ წყობაში რევოლუციას ვერ შეძლებენ, კაცების ორგანიზებულ რევოლუციაში კი ქალს არასდროს ერგება თანასწორი ადგილი" - ბაია პატარაია

ქალთა უფლებადამცველი, ბაია პატარაია ავღანეთში განვითარებულ მოვლენებს და ზოგადად, ქალთა უფლებების საკითხს, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"სულ ათიოდე ქალმა გაბედა დღეს ავღანეთში ქალთა უფლებებზე პროტესტის მოწყობა. ქალთა პროტესტის ძალა არასდროს შეაფასოთ აქციის მონაწილეთა რაოდენობით. ქალებს ყველგან უჭირთ ქალთა საკითხებზე პროტესტის გამართვა, მაგრამ მათი ხმა ყოველთვის ხმამაღლა ისმის. არ დაგავიწყდეთ, რომ უკეთეს მომავალს კი არა, არსებულის შენარჩუნებასაც დიდი ბრძოლა სჭირდება.

ქალთა გაძლიერების ერთადერთი გზა არსებულ სისტემებში ქალების შესვლა და გადაწყვეტილების მიმღები პოზიციების დაკავებაა. ამ აზრის გამო ბევრი ლიბერალურ ფემინიზმს მიწუნებს. მე კიდევ არ მჯერა რევოლუციების. ქალები არსებულ პატრიარქალურ წყობაში რევოლუციას ვერ შეძლებენ, კაცების ორგანიზებულ რევოლუციაში კი ქალს არასდროს ერგება თანასწორი ადგილი. დღეს რაც ქალებს შეუძლიათ, (მათ შორის ცუდ) სისტემებში შეღწევა და იქ ადგილის დაკავებაა, რათა უკეთესობისკენ გარდაქმნან ისინი. ბევრ ქალს დავხმარებივარ კარიერულ წინსვლაში და არც ერთს არასდროს არ უღალატია ქალებისათვის!

ერთამნეთს უნდა ვენდოთ, ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ ქალებმა, მხოლოდ ასე გადავრჩებით.
ჩემი დიდი სიყვარული და ღრმა პატივისცემა ამ ქალებს, ისინი დღეს ავღანეთის და მთელი ქალთა მოდგმის გმირები არიან", - წერს ბაია პატარაია ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა