თეგებით ძიება

"კაცს, რომელიც 17 წლის მერე პირველ შვილს ელოდება, თუ ციხისთვის გაიმეტებთ, შეგირცხვათ სინდისიც, სამართალიც და ქვეყანაც" - გელა დაიაური ზვიადაურზე

პოეტი, გელა დაიაური მკვლელობაში ბრალდებულ ოლიმპიურ ჩემპიონ, "ქართული ოცნების" ყოფილ დეპუტატ, ზურაბ ზვიადაურზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"აცს, რომელსაც ძმა და მეგობარი
მოუკლეს და მოგერიების მიზნით მკვლელს ესროლა, მერე მკვლელი საავადმყოფოში გადაიყვანა და ჩაბარდა პოლიციას, კაცს, რომელმაც თავისი ქვეყანა ასახელებს ოლიმპიადის მოგებით, კაცს რომელიც 17 წლის მერე პირველ შვილს ელოდება , თუ ციხისთვის გაიმეტებთ, შეგირცხვათ სინდისიც, სამართალიც და ქვეყანაც.

P.S. და თქვენ კლავიატურის მოჩხაკუნენო, ვინც აუგს ამბობთ ზურაბ ზვიადაურზე, უკვე ხართ უნამუსოებიც, უსამართლოებიც და უღმერთოებიც!!!", - წერს გელა დაიაური.

მკვლელობა წინანდლის ტყეში 16 აგვისტოს მოხდა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, ერთ-ერთი მათგანი ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაურიცაა.

წინანდალში მომხდარ მკვლელობაზე ზვიად ზვიადაურს პროკურატურამ ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა