თეგებით ძიება

"საქმე გვაქვს უმძიმეს დანაშაულთან..." - გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი წინანდალში მომხდარ მკვლელობას სოციალურ ქსელში ეხმაურება

"თუ გამოძიებით მტკიცდება, რომ ზვიადაური აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა, მაშინ თავდებობა რათ უნდა, ისედაც უნდა გამოუშვან.
თუ სამწუხაროდ საქმე სხვაგვარად არის, მაშინ თავდებობამ როგორ უნდა გამოიყვანოს, არ მესმის….

საქმე გვაქვს უმძიმეს დანაშაულთან. გამოძიების გარეშე ავანსების გაცემა ნებისმიერი მხრიდან, აბსოლუტურად გაუგებარია…
ადამიანურად ძალიან მეცოდება და ვუთანაგრძნობ ძმის დაღუპვის გამო…", - წერს ხუხაშვილი ფეისბუქზე.



მკვლელობა წინანდლის ტყეში 16 აგვისტოს მოხდა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, ერთ-ერთი მათგანი ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაურიცაა.

წინანდალში მომხდარ მკვლელობაზე ზვიად ზვიადაურს პროკურატურამ ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა