თეგებით ძიება

"საშიშია... უჩერებს მანქანას ქალებს, კიდევ ვის დაატერორებს ან გააუპატიურებს, არავინ იცის" - რა ინფორმაციას ავრცელებს ბაია პატრაია

ქალთა უფლებადამცველი, ბაია პატრაია სქესობრივი დანაშაულისთვის ბრალდებული კაცის გათავისუფლების შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

"ავტოსტოპის საქმე შეიძლება ბევრს გახსოვთ: ტრაილერის მძღოლმა რომ ახალგაზრდა ქალი ჩაისვა მანქანაში, უხამსად ელაპარაკა, გაუპატიურებით დაემუქრა და გაიტაცა. შეძრწუნებულმა ქალმა ძლივს მოახერხა ცალი ხელით ფარულად მიეწერა მეგობრისთვის, რომელიც მიხვდა, რომ საფრთხეში იყო მეგობარი და პოლიციას შეატყობინა. მალე 112-მა აქეთ გადმოურეკა ქალს. გოგო ისე ესაუბრა, ვითომ ამხანაგი იყო, თუმცა კი და არა პასუხებით, მაინც მიხვდენენ დაახლოებით სად იმყოფებოდა ტრაილერი. მერე პარტული გოგოს ტელეფონით გაესაუბრა მძღოლს და უბრძანა ქალის მყისიერი გათავისუფლება. შუა ტრასაზე ჩამოგდებული ქალი პარტულმა მალევე იპოვნა.

ჯერ იყო და მხოლოდ თავისუფლების უკანონო აღკვეთით მიდიოდა ეს სექსუალური ძალადობის საქმე, მერე როგორც იქნა პროკურატურამ სქესობრივი დანაშაულითაც წაუყენა ბრალი და ამაზე ნიუსიც გვეწერა (დავლინკავ კომენტარში). დღეს პროკურატურა აღკვეთის მოთხოვნით შევიდა სასამართლოში და რა? გამოუშვეს კაცი... სქესობრივ დანაშაულებზე აღმკვეთს არ აკმაყოფილებს ჩვენი ძვირფასი სასამართლო, რადგან ამ ქვეყანაში სქესობრივი დანაშაულები აბუჩად აგდებულია მართლმსაჯულების სისტემის მიერ. თვეები ვიშრომეთ, რომ ამ ეტაპამდე მივსულიყავით და ერთი ხელის მოსმით ჩამოანგრია ყველაფერი მცხეთის სასამართლომ.

ახლა საქმე აპელაციაშია და ხვალ ალბათ გადაწყდება მისი საბოლოო ბედი. მე კი გეტყვით, რომ ეს ადამიანი საშიშია საზოგადოებისთვის, დადის ტრაილერით და უჩერებს მანქანას ქალებს. კიდევ ვის დაატერორებს ან გააუპატიურებს არავინ იცის. როცა ეს საქმე თავის დროზე გავახმაურეთ ეგ კაცი და მისი ძმაკაცები ამ გოგოს სოციალური ქსელებით ავიწროებდნენ და საზიზღრობებს უწერდნენ. საქმეში დევს ეს მასალაც.
როდის უნდა გახდეს მართლმსაჯულების სისტემა და სასამართლო მგრძნობიარე სქესობრივ დანაშაულებზე? სტრაბურგის ერთ-ერთი საქმისთვის გვჭირდება სტატისტიკა და ვაგროვებთ მთელი თვეა, მალე გაგიზიარებთ რა სავალალო შედეგებია, რა ფარულია ეს დანაშაული და მაშინაც კი, როცა ქალი ხმას იღებს, რა ძნელია მისთვის სამართლიანობის აღდგენა.

დღეს მართლმსაჯულების სისტემა არის უგრძნობი ქალთა წინააღმდეგ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულების მიმართ. თითოეულ საქმეზე გვიჭირს შედეგის დაყენება, თავში წამორტყმაზე უფრო ადვილად დაიჭერენ კაცს, ვიდე გაუპატიურებაზე და როგო? რანაირად? მძიმე დანაშაულები დაუსჯელი რჩება ამ ქვეყანაში. მაინც ბოლომდე მივყვებით ამ და ყველა სხვა საქმეს, რომელიც ქალების სექსუალურ ხელშეუხებლობას არღვევს", - წერს ბატარაია ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა