თეგებით ძიება

"რა მოხდა რომ შეგვიშვათ, უსიმპტომოები ვართო" - კოვიდინფიცირებული ოჯახი სასტუმროში "ჩაწყობით" შეშვებას ითხოვდა

ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი, ზღვისპირა ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარ ამბავს სოციალურ ქსელში ასაჯაროებს:

"ამბავი: ზღვისპირა სასტუმროში, სადაც შესვლისას თვითონ ტესტავენ და ისე არავის აჭაჭანებენ, ამოუგდო ოჯახს კოვიდი. სცადეს ჩაწყობა ადგილზე სამედიცინო პერსონალთან, რა მოხდა რომ შეგვიშვათ, უსიმპტომოები ვართო. იქ არ შეუშვეს, მაგრამ სხვაგან ხომ არ გატესტავდნენ და შეუშვებდნენ? თვითონაც ხომ არ შეაწუხებდათ სინდისი და არ შეწყვეტდნენ კოვიდიანები ბოდიალს? ხოდა, კიდევ კარგად ვართ, დიდი ხანი არაფერი გვეშველება და ვინც როდის მოასწრებთ აიცერით, თავს უშველეთ", - წერს ჯანგირაშვილი ფეისბუქზე.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში, საქართველოში ყოველდღიურად კოვიდინფიცირების 5000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა