თეგებით ძიება

"ღმერთთან ყველაზე ახლოს არიან ანგელოზების დედები და მძვინვარებს ბოროტი დედამიწაზე ვირუსის სახით"

"Georgian Airways"-ის ყოფილი კომერციული დირექტორი, თამუნა თანდაშვილი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, სოციალურ ქსელში ახალ­გაზ­რდა ექი­მ-რა­დი­ო­ლო­გ, ნინო ნაც­ვლიშ­ვი­ლზე წერს. მედიკოსი ვირუსმა იმსხვერპლა, პატარას გადარჩენა კი მოხერხდა.

"ჩვენმა მამაომ 21 ფილტვის დაზიანებით ფეხზე დამდგარმა დაუჯდომელი ლოცვები იკითხა ნინოს ამბავი რომ ვუთხარით.
მამაო რატო უტევს ახლა ასე ძლიერად ორსულებს შენი აზრით - ვკითხე და გავიტრუნე
- ღმერთთან ყველაზე ახლოს არიან ანგელოზების დედები და მძვინვარებს ბოროტი დედამიწაზე ვირუსის სახით, განსაცდელში ვართო მიპასუხა
ძაან გატეხილი ხმით მითხრა და ლოცვა გააგრძელა
ნინო შენთან ვიყავით სულ", - წერს თამუნა თანდაშვილი სოციალურ ქსელში.



საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4921 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 58 ადამიანი, ხოლო 4471 პირი გამოჯანმრთელდა.

კოვიდპანდემიის დაწყებიდან, საქართველოში კორონავირუსის 501,297 შემთხვევა დადასტურდა, 6,590 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 436,977 პაციენტი გამოჯანმრთელდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა