თეგებით ძიება

"ანტივაქსერები ბნელი მკვლელები არიან, მაგრამ..." - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

"ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩარგოლეიშვილი საქართველოში არსებულ უმძიმეს ეპიდვითარების შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

"ანტივაქსერები ბნელი მკვლელები არიან, მაგრამ ამ სასაკლაოსთან არ არიან შუაში.
არ იქნებოდა ეს სასაკლაო ყველა მსურველი რომ აცრილი ყავდეს მთავრობას.
მსურველების ნახევარიც არაა ერთხელ აცრილი!
მთავრობა აწყობს სასაკლაოს.
ბიძინა ივანიშვილის რეჟიმია ამ ხალხის მკვლელობაში ერთადერთი დამნაშავე", - წერს ჩერგოლეიშვილი ფეისბუქზე.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4 901 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 74 ადამიანი, ხოლო 2 586 პირი გამოჯანმრთელდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა