თეგებით ძიება

"ვფიქრობ ამან განაპირობა, რომ ეს გზა მარტივად გავიარეთ და სხვა არ დავაინფიცირეთ!" - სალომე ღვინიაშვილი

მოდელი და ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშვილი, რომელიც კოვიდინფიცირებულია, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებას აცრისკენ მოუწოდებს:

"დღეს კოვიდის დადასტურებიდან მე-10 დღეა!
გავდივართ ბოლოში.
ვირუსი მარტივად და გართულებების გარეშე მიმდინარეობს. რაც მთავარია, რაზეც ძალიან ვღელავდით მეც და ზურაც, არცერთ ჩვენ მეგობარს, რომელთან ერთადაც გავატარეთ კოვიდამდე მთელი დღე, არავის გადაედო. ☺️
ორივე აცრილები ვართ!
ვფიქრობ ამან განაპირობა, რომ ეს გზა მარტივად გავიარეთ და სხვა არ დავაინფიცირეთ!
ქვეყანაში ძალიან რთული ვითარებაა, ადამიანები სიკვდილს ებრძვიან. ყოველ დღე უამრავი ადამიანის გარდაცვალებას ვიგებთ.
მეგობრებო, ნაცნობებო, უცნობებო, აიცერით თქვენი და თქვენი გარშემო მყოფების გადასარჩენად!
ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომ გადავრჩეთ!", - წერს ღვინიაშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა