თბილისში ტურისტზე სექსუალურად იძალადეს - 21 წლის დანიელი გოგო კლინიკაშია გადაყვანილი
ძალადობა ტურისტზე თბილისში - დანიის მოქალაქე, 21 წლის გოგო სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს.
ახალგაზრდა ქალის მტკიცებით, მამაკაცი ერთ-ერთ ბარში გაიცნო, თუმცა მისი ვინაობა უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მოძალადე, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, დაზარალებული ჩაჩავას კლინიკაშია გადაყვანილი.
ტურისტმა უკვე მიმართა პოლიციას.