"6 თვის გასვლის შემდეგ "ფაიზერის" ეფექტურობა ნაწილობრივ მცირდება" - გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე "ფაიზერის" ვაქცინაციის ეფექტიანობაზე სოციალურ ქსელში წერს:
"ისრაელში "ფაიზერით" ვაქცინაციამ საკმაოდ კარგი შედეგი გვაჩვენა. რატომ?! ფაიზერიიცავს მძიმე ჰოსპიტალიზაციისგან:
91.8% - 50 წლის ქვევით ასაკის ადამიანებში
85.2% - 50 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებში
ისრაელში კოვიდის “აფეთქება” არის ძირითადად:
არავაქცინირებულებში - რატომ ? ისრაელის მთელი მოსახლეობის მხოლოდ 58% არის სრულად ვაქცინირებული!
ვაქცინირებულებში - რატომ? ვინაიდან 60 წელს გადაცილებულებში ვაქცინაცია
დაიწყო პირველად 2020 წლის დეკემბერში და უკვე ვხედავთ, რომ 6 თვის გასვლის შემდეგ ფაიზერის ეფექტურობა ნაწილობრივ მცირდება.
ეს არის ფაქტები!
გამოსავალი - რა უნდა ვისწავლოთ, ისრელისგან:
ვაქცინაცია ფაიზერით 12 წლის ასაკიდან
ბუსტერი (ფაიზერის მე-3 დოზა) ყველას 50 წლის ასაკის ზევით და ქრონიკული პაციენტებისთვის
უნივერსალური (ყველგან/ყველასთვის) სამედიცინო პირბადე
ხალხმრავალი ადგილებისთვის თავის არიდება/დისტანციის დაცვა
ვისწავლოთ ამ ვერაგ ვირუსთან თანაცხოვრება!ეს შესაძლებელია"- წერს ფეისბუქზე გიორგი ფხაკაძე.