როგორია ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა - ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2354 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 60 ადამიანი, ხოლო 5200 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 517 098-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 6831 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 453 488 პირი.