ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 60 ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 60 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.
დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 2 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 200 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.