"მწვანე შუქი ანთებულია..." - ბიძინა კულუმბეგოვი ანტივაქსერებს მიმართავს
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი აშშ-ის წამლის და საკვების ადმინისტრაციის (FDA) მიერ "ფაიზერის" კოვიდვაქცინის აღიარებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ანტივაქსერებს მიმართავს:
"ამერიკის წამლის და საკვების ადმინისტრაციის (FDA) მიერ ფაიზერის ვაქცინა სრულად აღიარებულია.
იგი არის ხარისხიანი, ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინა.
პ.ს. ამ ინფორმაციის წაკითხვისას მჯერა ანტივაქსერების მომცრო არმიას სიხარულის ჟრუანტელი არ დაუვლით და არც აცრის რიგში დამწკრივდებიან, მაგრამ ვისაც ცოტა მაინც ეჭვი ქონდა გადაუდებელი გამოყენების გამო ვაქცინის უსაფთხოებაზე მათთვის კაშკაშა, მწვანე შუქი ანთებულია", - წერს კულუმბეგოვი ფეისბუქზე.