"გილოცავთ, ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტია!" - თამარ ჟამურაშვილი
ექიმი, თამარ ჟამურაშვილი შშ-ის წამლის და საკვების ადმინისტრაციის (FDA) მიერ "ფაიზერის" კოვიდვაქცინის აღიარების მნიშვნელობაზე სოციალურ ქსელში წერს:
"FDA-მ დაამტკიცა პირველი კოვიდ-ვაქცინა!
‼ ფაიზერის ვაქცინა დღეიდან ოფიციალურად 16 წლიდან კოვიდ-ის საპრევენციო ვაქცინად არის აღიარებული.
‼ გადაუდებელი ავტორიზაციის შეცვალა არის უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს ნიშნავს, რომ ფაიზერი, როგორც პირველი FDA– ს მიერ დამტკიცებული COVID-19 ვაქცინა, აკმაყოფილებს უსაფრთხოების, ეფექტურობისა და წარმოების ხარისხის მაღალ სტანდარტებს‼!
‼ სწორედ ეს იყო ანტივაქსერთა მთავარი არგუმენტი, რის გამოც ისინი დღევანდელ დღეს არსებულ ვაქცინებს ვაქცინებად არ თვლიდნენ და ხალხს დალოდებისკენ მოუწოდებდნენ. საინტერესოა ახალი არგუმენტი რა გვექნება?!
გილოცავთ, ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტია!!
ჯანმრთეობას გისურვებთ ყველას!", - წერს ფეისბუქზე მედიკოსი.