თეგებით ძიება
23. 08. 2021 COVID - 19

"საკუთარ თავზე და ოჯახზე გამოვცადე აცრილის და აუცრელის უდიდესი სხვაობა!" - ვერიკო ტურაშვილი

მომღერალ ვერიკო ტურაშვილის მშობლები კორონავირუსით დაინფიცირდნენ. მომღერლის თქმით, დაავადება ადვილად გადაიტანა დედამ, რომელიც კოვიდვაქცინით აცრილი იყო, ხოლო მამამ, რომელიც ვაქცინირებული არ იყო - მძიმედ, ტურაშვილი საზოგადოებას აცრისკენ მოუწოდებს:

"1 თვის წინ ჩემი მშობლები დაინფიცირდნენ covid-ით.დედას აცრა ქონდა გაკეთებული და მამა აცრიდან გაგვექცა ამდენი დეზინფორმაციის კითხვით და სმენით.ნუ შედეგიც შესაბამისად განვითარდა.დედამ უმარტივესად გადაიტანა და მამამ ძაან მძიმედ და ჯერ ისევ ურთულეს ეტაპზე ვართ. ჩემი მშობლები არიან ასაკში და პირველივე დღიდან ჰოსპიტალიზაცია ვარჩიე და ჩემთვის უკვე ძალიან ძვირფასი ადამიანის დახმარებით შევძელი ეს ყველაფერი. ვეფხვია ოდიშარია. ასე ვინმე მეიმედებოდეს თან ასეთ გადამწყვეტ მომენტებში ძაან ცოტა მეგულება.მადლობა მინდა გითხრა აგერ უკვე მერამდენედ გვერდში დგომისთვის. მადლობა თქვენს კლინიკას, საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი მადლობა უძვირფასეს და ნამდვილად გულისხმიერ და პროფესიონალ ექიმს მაიაჭანტურია! მადლობა თქვენ ორს განსაკუთრებული ეკატერინე სულუხია, დავით ხაჟომია. მამას წინ კიდევ ურთულესი სარეაბილიტაციო პერიოდი აქვს და იმედია დავძლევთ. აიცერით ხალხო საკუთარ თავზე და ოჯახზე გამოვცადე აცრილის და აუცრელის უდიდესი სხვაობა! ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ", - წერს ტურაშვილი ფეისბუქზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა