როგორია ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა - ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 5924 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 60 ადამიანი, ხოლო 4777 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 523 022-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 6891 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 458 265 პირი.