თეგებით ძიება

ახალი დეტალები საბერძნეთში მოკლული ქალის საქმეში

საბერძნეთის ქალაქ სალონიკში 55 წლის ქალის მკვლელობის ფაქტზე 56 წლის კაცი დააკავეს, როგორც ირკვევა მამაკაცი მოკლულის პარტნიორია. ინფორმაცია ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ცხედარი პოლიციამ საცხოვრებელ სახლში იპოვა, გარდაცვლილს ჭრილობები ბასრი საგნით აქვს მიყენებული.

შემთხვევა გუშინ, 23 აგვისტოს მოხდა. როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა, ადგილობრივ მედიას განუცხადა, ეჭვმიტანილი კაცი აივანზე სისხლიანი ხელებით გავიდა და შემდეგ მიმალვა სცადა. პოლიციამ ის გუშინვე დააკავა.

ერთ-ერთი მეზობლის თქმით, მას ესმოდ თავგანწირული ქალის ხმა, რომელიც მამაკაცს სთხოვდა არ მოეკლა, მისივე თქმით მამაკაცი ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული და ეს არიყო პირველი შემთხვევა, როდესაც სახლიდან ყვირილისა და ჩხუბის ხმა გამოდიოდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა