თეგებით ძიება
24. 08. 2021 COVID - 19

"რეგულაციები კიდევ უფრო გამკაცრდება" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის აზრით, უეახლოეს მომავალში საჭირო გახდება რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრება.

„მთავარია, რომ დავიცვათ მოქმედი რეგულაციები და ვატაროთ პირბადე. 50%-ზე არის დასული პირბადის ტარება. ყველაზე ძლიერი რეგულაცია არის პირბადე. ყველამ ვატაროთ პირბადე და წავიდეთ აცრაზე. გუშინ 30 ათასზე მეტი აცრა იყო, რაც კარგია. თუ ასეთი მაჩვენებელი აგვისტოს ბოლომდე ყოველდღე შევინარჩუნეთ და შემდეგ სექტემბერში გავზარდეთ, ეს იქნება ძალიან კარგი.

ჩემი პროგნოზია, რომ აგვისტოს ბოლოსთვის სადღაც 650-700 ათასი აცრა უნდა გვქონდეს გაკეთებული. დღეს შესრულდა მილიონი აცრა, საიდანაც 300 ათასი ადამიანი უკვე ორჯერ არის აცრილი. თუ სექტემბერში მილიონ აცრამდე ავალთ, სერიოზულად შევაკავებთ ეპიდემიას“, – განაცხადა გამყრელიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა