თეგებით ძიება
24. 08. 2021 COVID - 19

"11 მეთოდი, რომელიც კორონავირუსთან საბრძოლველად დაგვეხმარება" - გიორგი ფხაკაძე რეკომენდაციებს აქვეყნებს

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოსადეგ 11 მეთოდს სოციალურ ქსელში აზიარებს:

"ამ ვერაგი ვირუსის წინააღმდეგ ერთი იარაღი, ან ერთი საშუალება, ან ერთი მეთოდი არ და ვერ იმუშავებს!
ნახეთ, ბმულში გრაფიკულად აღწერილია ის 11 მეთოდი, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება ამ ვერაგ ვირუსთან საბრძოლველად!
დისტანცია
სამედიცინო პირბადე
ხელების დაბანა
ხელით არ შეეხოთ სახეს
აერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს
სწრაფი და ხშირი ტესტირება და კლასტერების მართვა
დახურული სივრცეების ადეკვატური სავებტილაციო სისტემებით გამართვა
სახელმწიფომ უნდა მოამზადოს და განათავსოს ყველგან საინფორმაციო გზავნილები (ბილბორდების 40%, რადიო /ტელევიზიაში ყოველი 40 წუთი, ინტეტნეტბანერები). ასევე სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს დაზარალებული მოსახლეობა/ ბიზნესები
კარანტინი და იზოლაცია უნდა იყოს უნკაცრესად გაკონტროლებული
გაძლიერდეს ფაიზერით ვაქცინაცია
დაინერგოს ელექტრონული “კოვიდ საშვი” და სერვისების უმრავლესობა უნდა იქნას ხელმისაწვდომი ამ საშვებით
ჯანმრთელობას გისურვებთ", - წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა