რა გელოდებათ სექტემბერში? - თვის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი
ასტროლოგი, რამაზ გიგაური სექტემბრის ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზს სოციალურ ქსელში აქვეყნებს:
მთავარი ასტროლოგიური მოვლენა:
7 სექტემბერი - ახალმთვარეობა
21 სექტემბერი - სავსემთვარეობა
პლანეტების ინგრესიები:
11 სექტემბერი - ვენერა > მორიელის ზოდიაქოში
15 სექტემბერი - მარსი > სასწორის ზოდიაქოში
22 სექტემბერი (23:21 - თბილისის დროით) - მზე > სასწორის ზოდიაქოში
27 სექტემბერი - მერკური > რეტროგრადული მოძრაობა
სექტემბერი - ასტროლოგიური თვალსაზრისით შედარებით მშვიდი იქნება. ბევრი რთული („ცეცხლოვანი“ ენერგიით გაჯერებული) მოვლენა, რომელიც მსოფლიოსთვის აგვისტოში მნიშვნელოვანი და რეზონანსული იყო, სექტემბერში შედარებით დამშვიდდება.
თვე დაიწყება ახალმთვარეობით (7 სექტებერს). ეს ახალმთვარეობა ქალწულის ნიშანში, კონკრეტულად კი მე-15 გრადუსში იქნება. ეს გრადუსი სიმბოლურად გზაჯვარედინს ნიშნავს, ამიტომ ამ პერიოდში ადამიანებს მოუწევთ გარკვეული არჩევანის გაკეთება, სავალი გზის არჩევა. ეს აუცილებელი იქნება მომავლის სწორად ფორმირებისთვის. ამ პერიოდში მოსალოდნელია მოსალოდნელია ძილის რეჟიმის დარღვევაც (განსაკუთრებით ფიზიკურად თუ ფსიქოლოგიურად გადაღლილ ადამიანებში).
ამ ახალმთვარეობასთან (მზე-მთვარის შეერთებასთან) დაპირისპირებაშია ნეპტუნი. საერთოდაც, სექტემბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი იქნება მზე-ნეპტუნის ოპოზიცია (აქტიური იქნება 6-22 სექტემბრის შუალედში), რომელიც გააძლიერებს ისტერიულ ფონს. რაც იმას ნიშნავს, რომ არა უფრო მოვლენები იქნება ძალიან მასშტაბური და მტკივნეული, არამედ უფრო ადამიანების მხრიდან ამ მოვლენების გადამეტებულად შეფასება. ამ პერიოდში მოიმატებს ცდუნების, ტყუილის, ილუზიის და ფეიკ-ინფორმაციის გავრცელების ალბათობა. აქ ხდება ქალწული-თევზების „დაჯახება“, სადაც ლოგიკა და რწმენა ერთმანეთს უპირისპირდება. ამიტომ რეკომენდებულია მოვლენების შეფასებისას უფრო ლოგიკური ვიყოთ და ყურადღება ფაქტებზე გავამახვილოთ (6-22 სექტემბრის შუალედში ხიფათის შექმნა დაკავშირებული იქნება წყლის სტიქიასთან, ამიტომ ზღვაზე, მდინარეზე, ტბაზე მყოფმა ადამიანებმა მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ).
ეს პერიოდი საკმაოდ რთული იქნება მოწესრიგებული, პედანტი და პერფექციონისტი ადამიანებისთვის. რადგან გარკვეულწილად, ქაოსური სიტუაცია თუ ვითარება მათ სისტემურობას გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის. თუმცა სასიკეთო იქნება ხელოვნებისთვის (მწერლები, მხატვრები, მუსიკოსები), რადგან გაძლიერდება წარმოსახვის, ფანტაზიის უნარი, რაც შემოქმედებით სამუშაოში მოსალოდნელია საკმაოდ კარგი იმპულსი გახდეს. მითუმეტეს, რომ მზე-ნეპტუნის ოპოზიციასთან დადებითი ასპექტები ექნება პლუტონს, რაც სწორედ შემოქმედებითი ენერგიის ზრდაზე მიანიშნებს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, ოღონდ 8-25 სექტემბრის შუალედში მზე-პლუტონის ტრინი იქნება, რომელიც ადამიანებში გააძლიერებს ინდივიდუალიზმს, ნებისყოფას, ლიდერობის სურვილს და ხელმძღვანელობის უნარს. სტრატეგიული დაგეგმვის და ტაქტიკური მოქმედების უნარი ზემოთ ხსენებულ ილუზიის და ცდუნების ალბათობას მინიმუმამდე შეამცირებს (განსაკუთრებით იმ ადამიანებთან, ვისაც პირად ჰოროსკოპში ძლიერი მერკური, სატურნი, პლუტონი, ქალწული, მორიელი და თხის რქა გააჩნიათ)
სიყვარულის მმართველი პლანეტა ვენერა სექტემბრის პირველ დეკადაში სასწორში იმოძრავებს, რაც სასიყვარულო ურთიერთობებზე სასიკეთოდ იმოქმედებს, განსაკუთრებით თუ ის აგვისტოს მეორე ნახევარში განვითარდა.
ვენერა - 11 სექტემბრიდან მორიელის ნიშანში გადაინაცვლებს და მოიმატებს მგრძნობიარობა, სექსუალურობა, ასევე ეჭვიანობა და კონტროლის სურვილი.
ამიტომ საჭიროა მაქსიმალურად შევიკავოთ თავი სიტუაციის დრამატიზაციისგან და უსაფუძვლო ეჭვიანობისგან, რადგან ეს ურთიერთობას სერიოზულად გაართულებს. ეს ყოველივე მოსალოდნელია თვის დასაწყისშიც კი საგრძნობი იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ვენერა სასწორში იქნება, ის შექმნის კვადრატულ ასპექტს პლუტონთან.
სექტემბერში პლანეტა ვენერას სხვა ასპექტებიდან უნდა გამოვარჩიოთ სატურნთან კვადრატი, რომელიც ურთიერთობებში კომპლექსებს, „სიცივეს“ და მიუღებლობას გააძლიერებს. ამ დროს პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია მთელი რიგი პრობლემების შექმნა (ეს მოსალოდნელია 13-20 სექტემბრის შუალედში). თუმცა მთლიანობაში, სექტემბრის მეორე და მესამე დეკადა სექსუალური კუთხით გამორჩეული იქნება და მოსალოდნელია როგორც ახალი ურთიერთობის დაწყება, ისე შეიძლება ეს იყოს, ძველი, დროებით „დაკონსერვებული“ ურთიერთობის ახალი ძალით „აფეთქება“. მითუმეტეს, რომ 19-28 სექტემბრის შუალედში ვენერა დაუპირისპიდება ურანს. ერთი მხრივ ეს გააძლიერებს ურთიერთობებს და მათში გარკვეული სიახლის შეტანის აუცილებლობას მოიტანს, თუმცა იმ ადამიანებთან, ვისაც პირად ჰოროსკოპში ვენერა-ურანის კვადრატი ან ოპოზოცია აქვს, მოსალოდნელია პირად ცხოვრებაში გარკვეული პრობლემები შექმნას.
15 სექტემბრიდან მარსი სასწორში გადაინაცვლებს და მისი ინტენსივობა დაიკლებს. სასურველია უპირატესობა პარტნიორულ საქმიანობას მივანიჭოთ, ამასთანავე, საკუთარ თავში თავდაჯერებულობა და მიზანსწრაფვა გავაძლიეროთ.
21 სექტემბერი - სავსემთვარეობა იქნება. ემოციური თვალსაზრისით საკმაოდ მგრძნობიარე და ინტენსიური დღეა. ახალმთვარეობის მსგავსად, აქაც ქალწული-თევზების მეორე „დაჯახება“ იქნება. ძალიან ბევრი კუთხით ეს იქნება პიკი და გარდამტეხი პერიოდი. თუ სექტემბრის პირველ ნახევარში პროცესების გონივრულად და ორგანიზებულად მართვა მოხერხდა, მაშინ სექტემბრის 20-23 სექტემბრიდან ბევრი მიმართულებით სიტუაციები დაბალნსდება და დამშვიდდება. და პირიქით, თუ სექტემბრის პირველ ნახევარში ფსევდორწმენამ, ფანატიზმმა და ქაოსმა გაიმარჯვა ლოგიკაზე, გონებაზე და წესრიგზე, მაშინ 20-23 სექტემბრის შუალედში ვარდნის მაქსიმალური პიკი იქნება.
23 სექტემბრიდან მზე ქალწულის ნიშნიდან სასწორში გადაინაცვლებს. გაძლიერდება რომანტიზმი. ადამიანები უფრო გაწონასწორებულები და ნაკლებად კრიტიკულები გახდებიან. რაც ბუნებრივია, ზოგადად, ურთიერთობებზე სასიკეთოდ იმოქმედებს.
სექტემბრის მესამე დეკადაში მოიმატებს დაპირისპირების, ავარიების, კრიმინალის და ბუნებრივი კატაკლიზმების ალბათობა. ამას განაპირობებს მზე-მარსის შეერთება და გარკვეულწილად, ეს ოქტომბრის პირველ დეკადაშიც გაგრძელდება. მითუმეტეს, რომ სწორედ 1-10 ოქტომბრის შუალედში პლუტონი მიმართულებას შეიცვლის (ის დირექტიული გახდება), რაც გლობალურ დონეზე საკმაოდ რეზონანსულ მოვლენებს დაუდეს საფუძველს. თუმცა სექტემბრის მესამე დეკადაში მომატებული ენერგიულობა ადამიანებს საშუალებას მისცემს შეასრულონ ბევრი სამუშაო, გააგრძელონ გადადებული პროექტები, მოასწრონ ბევრი საქმის გაკეთება.
27 სექტემბრიდან მერკური რეტროგრადული გახდება და რაც ბუნებრივია, დაამუხრუჭებს ინფორმაციის მიღება-დამუშავება-გადაცემის მომენტს. გართულდება საერთო ენის გამონახვა. ტექნიკასთან დაკავშირებით მოსალოდნელია პრობლემების შექმნა. თუმცა ეს კარგი პერიოდი იქნება ძველი საქმეების გადახედვისთვის, მათში ცვლილებების შეტანისთვის, შეცდომების აღმოჩენისთვის და მათი გამოსწორებისთვის.
სექტემბერში ამ კონკრეტულ პერიოდებში ახალი საქმეების დაწყება და შენაძენების გაკეთება რეკომენდებული არ არის!!!
/„არაეფექტიანი“, ანუ „უკურსო“ მთვარე თბილისის მონაცემებით, შესაბამისად უცხოეთში საჭიროა თბილისთან შესაბამისი საათობრივი განსხვავების დამატება ან მოკლება/:
................................ - 1.09.2021 9:26
3.09.2021 9:37 - 3.09.2021 19:58
5.09.2021 18:21 - 6.09.2021 3:05
7.09.2021 23:23 - 8.09.2021 7:20
10.09.2021 8:48 - 10.09.2021 10:04
12.09.2021 9:32 - 12.09.2021 12:34
14.09.2021 14:57 - 14.09.2021 15:34
16.09.2021 9:39 - 16.09.2021 19:23
18.09.2021 13:14 - 19.09.2021 0:22
21.09.2021 3:54 - 21.09.2021 7:13
23.09.2021 6:04 - 23.09.2021 16:38
25.09.2021 17:09 - 26.09.2021 4:36
28.09.2021 8:18 - 28.09.2021 17:34
ზოდიაქოს ნიშნებისთვის სექტემბერში ზოგადად სასიკეთო დღეებია:
ვერძი: 4, 8, 12, 17, 21, 26
კურო: 2, 7, 11, 16, 20, 25, 30
ტყუპები: 5, 9, 1317, 21, 26
კირჩხიბი: 1, 6, 10, 16, 20, 25, 29
ლომი: 5, 9, 13, 18, 22, 27
ქალწული: 1, 6, 10, 16, 20, 24, 29
სასწორი: 5, 9, 14, 18, 23, 28
მორიელი: 3, 7, 11, 15, 19, 24, 29
მშვილდოსანი: 4, 9, 14, 18, 23, 28
თხის რქა: 3, 7, 11, 15, 19, 25, 30
მერწყული: 4, 8, 12, 18, 22, 27
თევზები: 2, 7, 11, 16, 20, 25, 30